იოვიჩი და აზმუნი „მილანის“ ინტერესის სფეროში არიან
იოვიჩი და აზმუნი „მილანის“ ინტერესის სფეროში არიან

„მილანი“ განაგრძობს ახალი თავდამსხმელის ძებნას და პრიორიტეტულ ვარიანტად ისევ მადრიდის „რეალის“ ფორვარდ ლუკა იოვიჩს განიხილავს. ამ ინფორმაციას იტალიური „გაძეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.

ამავე დროს ირკვევა, რომ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ირანელი თავდამსხმელი სერდარ აზმუნი ასევე იმყოფება მილანელთა ინტერესის სფეროში, თუმცა კონკურენციას მას „ნაპოლი“ უწევს, რომელმაც ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

25 წლის აზმუნმა წელს რუსეთის პრემიერლიგის 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.