იოშკო გვარდიოლმა შეიძლება სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშოს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ ხორვატმა მცველმა, იოშკო გვარდიოლმა მარჯვენა ფეხზე ძვალი მოიტეხა „ჩელსის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩში.
23 წლის გვარდიოლის აღდგენის ვადების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მცველს ოპერაციის გადატანა მოუწევს, რის შემდეგაც აღდგენის პროცესმა, შეიძლება, 3-6 თვე დაიკავოს.
მიმდინარე სეზონში გვარდიოლმა ყველა ტურნირზე 23 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.