იორდანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ირანიდან გაშვებული სამი რაკეტა ჩამოაგდეს
იორდანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ირანიდან გაშვებული სამი რაკეტა ჩამოაგდეს.
მათივე ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის ტერიტორიიდან გაშვებული სამი რაკეტა დააფიქსირეს, რომლებიც იორდანიის საჰაერო სივრცეში შევიდნენ. იორდანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, იერიშს მსხვერპლი ან მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია.
„შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სამეფოს საჰაერო სივრცის მონიტორინგს, ინარჩუნებენ ოპერატიულ მზადყოფნას და უყოყმანოდ გაუმკლავდებიან ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც საშიშროებას უქმნის მოქალაქეების უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს და დაცულობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ცნობით, ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ სირიკთან ახლოს აფეთქებების ხმა ისმოდა. ირანზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიც“. მათი თქმით, „გუშაგთა კორპუსმა“ ამერიკული ფრთოსანი რაკეტა ირანის ცენტრალურ, ქერმანის პროვინციაში ჩამოაგდო.