იორდანიის მეფემ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების განკარგულება გამოსცა

15:08, 29.07.2020

იორდანიის მეფემ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე განკარგულება გამოსცა. ახლა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უახლოეს 10 დღეში არჩევნების თარიღი უნდა დაასახელოს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ქვეყნის საარჩევნო კოდექსი 130-მანდატიან წარმომადგენელთა პალატაში პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვნებას ზღუდავს. კონსტიტუციის მიხედვით, ყველაზე მეტი ძალაუფლება მონარქს აქვს, რომელიც მთავრობის წევრებს ნიშნავს და კანონმდებლობას ამტკიცებს.

მსგავსი