იორდანიის მეფე აბდულა მეორე - რამდენიმე არაბული ქვეყანა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობას განიხილავს
იორდანიის მეფე აბდულა მეორე - რამდენიმე არაბული ქვეყანა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობას განიხილავს

რამდენიმე არაბული ქვეყანა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ იორდანიის მეფე აბდულა მეორემ ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

იორდანიის მონარქს კითხვა დაუსვეს, გაიზრდება თუ არა არაბული ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას მოახდენენ და შევა თუ არა მათ რიცხვში საუდის არაბეთი, რაზეც აბდულა მეორემ უპასუხა, რომ არ იცის, რომელი ქვეყანა იქნება შემდეგი, თუმცა არაბულ ქვეყნებში არის ტენდენცია, რომ თავიანთი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე ფიქრობენ.

„ვფიქრობ, ირანთან და რეგიონის სხვა გამოწვევებთან დაკავშირებით, ისინი განიხილავენ ისრაელთან ურთიერთობების მხარდაჭერის შესაძლებლობებს მათი კანონიერი ინტერესებით. მიუხედავად იმისა, რომ აბრაამის შეთანხმების გაფართოება შესაძლებელია, ეს არ შეიძლება, გაკეთდეს ისრაელსა და პალესტინელებს შორის დიალოგისა და მათი მომავლის განხილვის საზიანოდ“, – განაცხადა იორდანიის მეფემ.