იორდანიამ გააუქმა ამანში დაგეგმილი სამიტი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, ასევე ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერები უნდა დასწრებოდნენ
იორდანიამ გააუქმა ამანში დაგეგმილი სამიტი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, ასევე ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერები უნდა დასწრებოდნენ

იორდანიამ ამანში დაგეგმილი სამიტი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, ასევე ეგვიპტისა და პალესტინის ლიდერები უნდა დასწრებოდნენ, ღაზის ცენტრში საავადმყოფოზე მომხდარი თავდასხმის გამო გააუქმა.

ლიდერებს ამანში ღაზის საკითხებთან დაკავშირებით უნდა ემსჯელათ.

სამიტის გაუქმების შესახებ ინფორმაციას იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

იორადნიის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა ჩატარდება იმ დროს, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან „ომისა და ხოცვა-ჟლეტის“ დასრულებაზე პალესტინელების წინააღმდეგ.