იოკიჩმა „დენვერთან“ NBA-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

07:44, 01.07.2022
Mar 22, 2022; Denver, Colorado, USA; Denver Nuggets center Nikola Jokic (15) dribbles the ball up court in the third quarter against the Los Angeles Clippers at Ball Arena. Mandatory Credit: Isaiah J. Downing-USA TODAY Sports

„დენვერ ნაგეტსის“ ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, – წერს თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტი შემს ჩარანია.

წყაროს ცნობით, იოკიჩი დათანხმდა ხუთწლიან კონტრაქტს. ამ დროის განმავლობაში ის 264 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. სერბის ახალი ხელშეკრულება ყველაზე მსხვილია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში.

იოკიჩს მთელი კარიერა „დენვერში“ აქვს გატარებული. საერთო ჯამში მან NBA-ში შვიდი სეზონი ითამაშა.

წლევანდელ რეგულარულში იოკიჩის სტატისტიკა 27.3 ქულა, 13.7 მოხსნა, 7.8 შედეგიანი გადაცემა, 1.5 ჩაჭრა და 0.9 დაფარება იყო. სერბი ცენტრი ზედიზედ მეორედ გახდა ლიგის უძვირფასესი მოთამაშე.

მსგავსი