იოკიჩის საუკეთესო პირველი ტაიმი კარიერაში და 47 ქულა „იუტასთან“ მოგებულ მატჩში [ვიდეო]
იოკიჩის საუკეთესო პირველი ტაიმი კარიერაში და 47 ქულა „იუტასთან“ მოგებულ მატჩში [ვიდეო]

„იუტას“ „დენვერთან“ მატჩამდე ზედიზედ 11 შეხვედრა ჰქონდა მოგებული. წარმატებული სერია „დენვერმა“ და ნიკოლა იოკიჩმა შეაჩერა (128-117).

პირველი ტაიმი „ნაგეთსმა“ მეტოქეზე გაცილებით უკეთ წარმართა და 25 ქულიანი სხვაობით მოიგო. აღსანიშნავია, რომ დენვერელებმა პირველ და მეორე მეოთხედში 17-დან 15 სამქულიანი ჩააგდეს. იოკიჩმა კი სარეკორდო სტატისტიკა დააფიქსირა. სერბმა საწყის 24 წუთში 33 ქულა მიითვალა. მეორე ტაიმში იოკიჩი შედარებით მოკრძალებული იყო. საბოლოოდ კი მან 47 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.

დატოვე კომენტარი