იოკიჩი პირველი კალათბურთელია NBA-ის ისტორიაში, ვინც ათწლეულში ოთხ სტატისტიკურ კატეგორიაში ლიდერობს #1TVSPORT
იოკიჩი პირველი კალათბურთელია NBA-ის ისტორიაში, ვინც ათწლეულში ოთხ სტატისტიკურ კატეგორიაში ლიდერობს #1TVSPORT

„დენვერ ნაგეტსის“ ცენტრი ნიკოლა იოკიჩი ამ ათწლეულში ლიდერობს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ქულების (13 242), მოხსნების (6030), შედეგიანი გადაცემებისა (4326) და ჩაჭრების (703) რაოდენობით.

ვებგვერდის NBA Crazy Stats-ის ინფორმაციით, სერბი ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელიც სათავეში უდგას სტატისტიკურ სიას ხუთი ძირითადი კატეგორიიდან ოთხს.

მანამდე რეკორდი ეკუთვნოდა „ლოს ანჯელესის ლეიკერსის“ ლეგენდას ქარიმ აბდულ-ჯაბარს, რომელიც 70-იან წლებში სამ კატეგორიაში ლიდერობდა.

სტატისტიკა ითვალისწინებს როგორც რეგულარულ ჩემპიონატს, ასევე პლეი ოფს. ამ სეზონში იოკიჩი საშუალოდ აგროვებს 29.1 ქულას, 13.2 მოხსნასა და 11.1 შედეგიან გადაცემას. ის სეზონის ლიდერია მოხსნებისა და პასების რაოდენობით.