იოკიჩი MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში დაწინაურდა #1TVSPORT
იოკიჩი MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) წარმოადგინა რეგულარული სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) პრიზზე პრეტენდენტთა რეიტინგის ახალი ვერსია. აღვნიშნავთ, რომ ამ რეიტინგს არ აქვს გავლენა MVP-ის ჯილდოს მფლობელის საბოლოო განსაზღვრაზე.

NBA-ის ოფიციალური ვებგვერდის ანალიტიკოსთა ვერსიით, რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა „დენვერის“ ცენტრმა, ნიკოლა იოკიჩმა, რომელიც ამ სეზონში საშუალოდ 24,9 ქულას, 11,9 მოხსნასა და 9,9 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

იოკიჩის მთავარ კონკურენტად რჩება „ფილადელფიას“ ცენტრი ჯოელ ემბიდი, რომლის საშუალო სტატისტიკაა 33,2 ქულა, 10,2 მოხსნა და 4,2 შედეგიანი გადაცემა.

კამერუნელი კალათბურთელის შემდეგ მოდიან „მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო, ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი) და ლუკა დონჩიჩი (დალასი).