ნორვეგიელი მოთხილამურე იოჰანეს კლებო 10-გზის ოლიმპიური ჩემპიონია. მან მილანსა და კორტინაში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი გუნდურ ასპარეზობაში თანაგუნდელ ეინარ ჰედეგარტისთან ერთად მოიპოვა.
კლებოსთვის აღნიშნული ოქროს მედალი XXV ზამთრის ოლიმპიადაზე მეხუთეა. მან წინა ოთხ დისციპლინაშიც შეძლო გამარჯვების მოპოვება.
შედეგად, 29 წლის კლებო ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპორტსმენია, მან საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. მანამდე რეკორდი ასევე ნორვეგიელებს, ულე ეინარ ბიორნდალენს, ბიორნ დელისა და მარიტ ბიორგენს ეკუთვნოდათ – მათ 8-ჯერ შეძლეს ოქროს მედლის მოპოვება.