იოჰანეს ჰანი – შეშფოთებული ვარ რუსეთის მიერ საქართველოში მიმდინარე „ბორდერიზაციით“
EU Commissioner in charge of European Neighbourhood Policy and Enlargement Negotiations Johannes Hahn addresses a press conference in view of the Western Balkans Summit and the Eastern Partnership Summit at the European Commission in Brussels on June 12, 2017. / AFP PHOTO / EMMANUEL DUNAND (Photo credit should read EMMANUEL DUNAND/AFP/Getty Images)
შეშფოთებული ვარ რუსეთის მიერ საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე „ბორდერიზაციით“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი.
მისი განცხადებით, საქართველო ევროკავშირის საკვანძო პარტნიორია და ევროკავშირი მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ევროკომისარი სოფელ გუგუტიანტკარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას აქვეყნებს.
განცხადების მიხედვით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გუგუტიანთკარის მახლობლად ღობეების აღმართვა შეწყდეს.
https://twitter.com/JHahnEU/status/1163833474643582976