იოჰანეს დაუმა - არასდროს უნდა ვიყოთ ანტი, უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის მიღება
იოჰანეს დაუმა - არასდროს უნდა ვიყოთ ანტი, უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის მიღება

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი იოჰანეს დაუმა აცხადებს, რომ ანტისემიტიზმი და ყოველგვარი „ანტი“ მიუღებელია. ამის შესახებ მან ისრაელიდან ჩამოსული „ქართული ოცნების“ პიარტექნოლოგის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„მისი განცხადება ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, რაც მე შემიძლია ვთქვა და რაც ასევე, დაკავშირებულია ტოლერანტობასთან არის ის, რომ არასდროს უნდა ვიყოთ ანტი – ანტისემიტისტი, ანტიისლამისტი. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის მიღება. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს და მე რაც გავიგე თქვენგან, არის ის, რომ მან არ სცა პატივი ებრაელებს. მაგრამ კონკრეტულად კომენტირება არ შემიძლია ამაზე, რადგან ზუსტად არ ვიცი, რა თქვა – ეს ჩემი ზოგადი განცხადებაა“, – განაცხადა იოჰანეს დაუმამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ ისაუბრა და მას ებრაელი აფერისტი უწოდა.