იოჰანეს ბო - ვიმედოვნებ, ჩემი ხშირი გამარჯვებების გამო, სპონსორები თანხებს არ შეამცირებენ
იოჰანეს ბო - ვიმედოვნებ, ჩემი ხშირი გამარჯვებების გამო, სპონსორები თანხებს არ შეამცირებენ

2018 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და წლევანდელი მსოფლიო თასის საერთო ჩათვლის ლიდერმა, ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ, მიმდინარე სეზონში მის გამოსვლასთან დაკავშირებით ირონიული კომენტარი გააკეთა.

„ჩემს სპონსორებს სურთ, რომ მე იგივე ტემპით გავაგრძელო“, – ციტირებს ბოს სიტყვებს „ვიჯი“ (VG) -„ისინი ჩემთან ამიტომ თანამშრომლობენ. სპონსორები თვითონ შოულობენ ფულს, როდესაც იმ სპორტსმენს აფინანსებენ, ვინც ხშირად იმარჯვებს. ეს ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, ჩემი ხშირი გამარჯვებების გამო, სპონსორები ფულს არ შეამცირებენ“.

შეგახსენებთ, რომ ბო მსოფლიო ეტაპის საერთო ჩათვლას ლიდერობს. მის ანგარიშზე 836 ქულაა.