იოჰან ბოსკამპი - როტერდამელებს არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ...
იოჰან ბოსკამპი - როტერდამელებს არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ...

აზერბაიჯანული „გაბალას“ დამარცხების (2:0, 3:0) შემდეგ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ ჰოლანდიურ „ფეიენოორდს“ შეხვდება.

მომავალ დაპირისპირებაზე კომენტარი იოჰან ბოსკამპმა გააკეთა, რომელიც 1999 წელს თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას მიწვევით თბილისურ გუნდსა და ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა.

„თბილისის „დინამოში“ მხოლოდ 6 თვე ვიმუშავე, მაგრამ ეს საოცარი პერიოდი იყო, როდესაც საოცარი ხალხი გავიცანი. რეალურად, როტერდამელებს ქართულ კლუბთან, არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა სლოვაკურ „ტრენჩინზეც“ (0:4, 1:1) ამას ვამბობდი. თბილისის „დინამო“ საქართველოში ყველაზე დიდი კლუბია, სადაც მერაბ ჟორდანიას საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი მიჰყავდა“ – ამბობს იოჰან ბოსკამპი.

ფეიენოორდი“ და თბილისის „დინამო“ პირველად ერთმანეთს 8 აგვისტოს როტერდამში დაუპირისპირდებიან. ჰოლანდიაში შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.