იოავ გალანტი - მოვუწოდებ ბენიამინ ნეთანიაჰუს, განაცხადოს, რომ ისრაელი არ დაამყარებს სამხედრო მმართველობას ღაზის სექტორში
იოავ გალანტი - მოვუწოდებ ბენიამინ ნეთანიაჰუს, განაცხადოს, რომ ისრაელი არ დაამყარებს სამხედრო მმართველობას ღაზის სექტორში

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ღაზაში ისრაელის სამხედრო მმართველობას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„„ჰამასის“ დასასრული მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პალესტინელები საერთაშორისო აქტორების თანხლებით აიღებენ ღაზაზე კონტროლს. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და განაცხადოს, რომ ისრაელი არ დამყარებს ღაზის სექტორზე სამოქალაქო კონტროლს, რომ ისრაელი არ დაამყარებს სამხედრო მმართველობას ღაზის სექტორში და დაუყოვნებლიბ იქნება დასახელებული „ჰამასის“ მმართველობის ალტერნატივა ღაზაში“, – ამბობს გალანტი.

როგორც თავდაცვის მინისტრი ამბობს, ის არ დაეთანხმება ღაზაში ისრაელის სამხედრო მმართველობის დამყარებას.

„ისრაელმა არ უნდა დაამყაროს ღაზაში სამოქალაქო მმართველობა“, – ამბობს გალანტი.

მისი თქმით, პალესტინის ტერიტორიის სამხედრო ოკუპაცია დიდ ზარალს მოიტანს მსხვერპლის მხრივ, ისევე როგორც მძიმე ეკონომიკურ ფასს.