იოავ გალანტი - მივმართავ ისრაელის მტრებსა და მეგობრებს, ისრაელის დამორჩილება შეუძლებელია
იოავ გალანტი - მივმართავ ისრაელის მტრებსა და მეგობრებს, ისრაელის დამორჩილება შეუძლებელია

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონის მიერ შეიარაღების გაგზავნის შეჩერების შემდეგ ქვეყნის მეგობრებსა და მტრებს განცხადებით მიმართავს. გალანტი აცხადებს, რომ ისრაელის დამორჩილება შეუძლებელია.

„მივმართავ ისრაელის მტრებსა და მეგობრებს, ისრაელის დამორჩილება შეუძლებელია. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს, დავარტყამთ „ჰამასს“, „ჰეზბოლას“ და უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს, არც სხვა ქვეყანა. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავიცვათ ისრაელის მოქალაქეები“, – აცხადებს გალანტი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელისთვის სამხედრო დახმარების სახით გათვალისწინებული 1 800 ერთეული 900კგ-იანი ბომბისა და 1 700 ერთეული 225კგ-იანი ბომბის გაგზავნა დააპაუზა, რაფაჰზე მასშტაბური სამხედრო იერიშის განხორციელების შემთხვევაში კი დახმარების შეწყვეტის შესახებ გააფრთხილა.