იოახიმ ლიოვმა ტონი კროოსს ნაკრებში არ დაუძახა
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ბელარუსთან (8 ივნისი, სტუმრად) და ესტონეთთან (11 ივნისი, შინ) საკვალიფიკაციო მატჩებისთვის დაასახელა შემადგენლობა. მთავარი სიახლე ის არის, რომ გამოძახებულთა სიაში არ არის მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი.
ასევე არ არის გუნდში „ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელიც ტრავმირებულია და 25 მაისს ესპანეთის თასის ფინალში ვერ ითამაშებს.
ლიოვის რჩეულთა შორის მოხვდნენ:
მეკარეები – ბერნდ ლენო (არსენალი, ინგლისი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), კევინ ტრაპი (აინტრახტი);
მცველები – მატიას გინტერი (გლადბახი), მარსელ ჰალსტენბერგი, ლუკას კლოსტერმანი (ორივე – ლაიპციგი), იონას ჰექტორი (კიოლნი), თილო კერერი (პსჟ, საფრანგეთი), ნიკო შულცი (ჰოფენჰაიმი), ნიკლას შტარკი (ჰერტა), ნიკლას ზიულე (ბაიერნი), ჯონათან ტაა (ლევერკუზენი);
ნახევარმცველები/