იოახიმ ლიოვმა, შეიძლება, უზბეკეთის ნაკრები გაწვრთნას #1TVSPORT
BERLIN, GERMANY - MAY 24: Former national team coach Joachim Loew brings the trophy after the DFB Cup Final 2025 between DSC Arminia Bielefeld and VfB Stuttgart at Olympiastadion on May 24, 2025 in Berlin, Germany. (Photo by Marvin Ibo Guengoer - GES Sportfoto/Getty Images)
გერმანელი სპეციალისტი იოახიმ ლიოვი, შესაძლოა, უზბეკეთის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში. ამის შესახებ წერს ინტერნეტგამოცემა Championat.Asia.
წყაროს ცნობით, უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაცია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონთან.
აღნიშნავენ, რომ თუ ლიოვი მიიღებს ამ წინადადებას, ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელი თემურ კაპაძე გერმანელის სამწვრთნელო ჯგუფში დაიკავებს ადგილს.
შეგახსენებთ, რომ უზბეკეთის ნაკრებმა პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება და ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ლიოვის მიწვევა დაეხმარება ეროვნულ გუნდს, უკეთ მოემზადოს მსოფლიო თასის 2026 წლის გათამაშებისთვის.