იოახიმ ლიოვმა კლინიკა დატოვა
იოახიმ ლიოვმა კლინიკა დატოვა

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი საავადმყოფოდან გამოწერეს, – განაცხადა გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა რაინჰარდ რაუბალმა. შეგახსენებთ, რომ 59 წლის სპეციალისტი კლინიკაში 31 მაისს, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ მოხვდა.

„მას ახლა ყველაფერი წესრიგში აქვს, საავადმყოფოდან გამოწერეს. მაგრამ ჯერ არ ველოდებით გუნდში, რადგან სიმშვიდე და დასვენება ესაჭიროება. ვფიქრობ, სამუშაოზე მინიმუმ ოთხი კვირის შემდეგ დაბრუნდება“, – თქვა რაინჰარდმა.

ტრავმის გამო, ლიოვი ვერ უხელმძღვანელებს გერმანიის ნაკრებს ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩებში ბელარუსთან (8 ივნისი) და ესტონეთთან (11 ივნისი). ამ თამაშებისთვის ნაკრებს მარკუს ზორგი მოამზადებს.