იოახიმ ლიოვი - უეფას გადაწყვეტილება სწორი და უალტერნატივოა
იოახიმ ლიოვი - უეფას გადაწყვეტილება სწორი და უალტერნატივოა

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატის 2021 წლისთვის გადატანა სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთსაც ეხება. სწორედ ამიტომ არის უეფას გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი და უალტერნატივო“, – მოჰყავს გერმანელი სპეციალისტის სიტყვები გერმანიის ნაკრების პრეს-სამსახურს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 მიმდინარე წლის 12 ივნისიდან 12 ივლისამდე უნდა გამართულკიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მისი გამართვა ერთი წლით გადაიდო.