იოახიმ ლიოვი – მიხარია, რომ „სიკვდილის ჯგუფში“ მოვხვდით

20:12, 01.12.2019
SOCHI, RUSSIA - JUNE 29, 2017: Germany's head coach Joachim Low reacts during the 2017 FIFA Confederations Cup semifinal football match against Mexico at Fisht Stadium. Sergei Fadeichev/TASS

SOCHI, RUSSIA - JUNE 29, 2017: Germany's head coach Joachim Low reacts during the 2017 FIFA Confederations Cup semifinal football match against Mexico at Fisht Stadium. Sergei Fadeichev/TASS

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახარებულია, რომ მისი გუნდი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ე.წ „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვდა.

„უნდა გითხრათ, რომ გახარებული ვარ! მიზეზი კი ის არის, რომ საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ ბრწყინვალე თამაშები გველოდება.

გერმანელი ფეხბურთელები ჩემსავით მოუთმენლად ელოდებიან ამ მატჩებს. რა თქმა უნდა, ეს „სიკვდილის ჯგუფია“. თითოეულმა მონაწილემ საკუთარი მაქსიმუმი უნდა აჩვენოს, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდს. ვფიქრობ, რომ მსგავსი მატჩები ტურნირის ნამდვილი სამკაული იქნება“, – ციტირებს იოახიმ ლიოვს გამოცემა Goal.com.

მსგავსი