ინტერვიუ | ლუკა გუგეშაშვილი - „ყარაბაღში“ ძალიან კარგად მიმიღეს #1TVSPORT
ინტერვიუ | ლუკა გუგეშაშვილი - „ყარაბაღში“ ძალიან კარგად მიმიღეს #1TVSPORT

„ყარაბაღში“ ლუკა გუგეშაშვილმა სადებიუტო თამაში ჩაატარა – ეს აზერბაიჯანის თასის 1/4-ფინალში მოხდა, სადაც მისმა გუნდმა მერაბ გიგაურის „კეშლას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. „ყარაბაღის“ ქართველ მეკარეს „აზერისპორტმა“ მატჩის შემდეგ ინტერვიუ ჩამოართვა.

– როგორ აღიქვამდით „ყარაბაღის“ ინტერესს და რამდენად სწრაფად გადაწყვიტეთ ესპანეთის ლიგის აზერბაიჯანულში გაცვლა?

– როცა გავიგე, რომ „ყარაბაღი“ დაინტერესდა, გამიხარდა. ყველამ იცის მისი ტრადიციებისა და ევროსარბიელზე წარმატებული გამოსვლის შესახებ. ბუნებრივია, ჩემს ინტერესებში იყო ამ გუნდის წევრი გავმხდარიყავი.

– როგორ მიიღეს და თავს როგორ გრძნობ?

– თავს კომფორტულად ვგრძნობ. მიიღეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად – სხვას არც ველოდი.

– ენობრივი ბარიერის არარსებობა გუნდთან სწრაფ ადაპტაციაში გეხმარებათ?

– ადაპტაციის პრობლემა არ ყოფილა. გუნდში ყველა საუბრობს ინგლისურად და რუსულად. განსაკუთრებული სირთულეები არ არის.

– მზად ხართ კონფერენს ლიგის პლეი ოფში „მარსელთან“ მატჩისთვის?

– მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თამაშები კლუბისთვის და მთელი აზერბაიჯანისთვის. ამიტომ მაქსიმალურად მომზადებული უნდა ვიყო არა მარტო მე, არამედ მთელი გუნდი.

– რას ფიქრობ ფრანგულ კლუბთან დაპირისპირებაზე და შანსებს როგორ შეაფასებ?

– რა შანსები იქნება დრო გვიჩვენებს. მთავარია, „მარსელთან“ დაკავშირებით საკუთარი გეგმა გვაქვს და მას უნდა მივყვეთ. იმედია, ეს გეგმა იმუშავებს და ცნობილი ევროპული კლუბის წინააღმდეგ წარმატებაში დაგვეხმარება.

– „ყარაბაღის“ მთავარი მეკარე შახრუდინ მაგომედალიევი, დიდი ალბათობით, ამ თამაშებს გამოტოვებს. პირველი ნომრობისთვის მზად ხართ?

– როგორც ვთქვი, ამ თამაშებისთვის არა მარტო მე, არამედ მთელი გუნდი მზად უნდა ვიყოთ.

– თუ ახალ გუნდში ყველაფერი კარგად წარიმართა, კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებთ?

– რატომაც არა – აქ ყველაფერი მომწონს, სამწვრთნელო შტაბი, თანაგუნდელები და ზოგადად, კლუბის ორგანიზება. მომწონს ქვეყანაც. გარდა ამისა, აზერბაიჯანს საქართველო ესაზღვრება და ურთიერთობა ძალიან კარგია.