„ინტერს“ „მილანის“ ლეგენდის ვაჟის გაფორმება სურს #1TVSPORT

22:33, 23.11.2024

„ინტერი“ და „ფიორენტინა“ დაინტერესებულნი არიან „მონცასა“ და იტალიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველით, დანიელე მალდინით. 23 წლის ფეხბურთელს იტალიური კლუბებისთვის გამოსასყიდ თანხად 12 მილიონი ევრო უწერია. ამ ინფორმაციას იტალიური გაზეთი Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

„მილანის“ ყოფილი მოთამაშე იტალიის ნაკრებში იყო გამოძახებული. მას არ უთამაშია ბელგიასთან, მაგრამ შეცვლაზე შევიდა მოედანზე საფრანგეთის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ დანიელე მალდინი „მილანის“ ლეგენდარული კაპიტნის, პაოლო მალდინის ვაჟია.

მსგავსი