ინტერს გი მოედანს დაუბრუნდა
ინტერს გი მოედანს დაუბრუნდა

„საბურთალოსა“ და „სამტრედიას“ ყოფილი შემტევი, კოტდივუარელი ინტერს გი მოედანს დაუბრუნდა. 27 წლის ფეხბურთელი პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის კლუბ სპორტინგ კოვილიაში ასპარეზობს. ეროვნული ლიგის 2017 წლის საუკეთესო ლეგიონერი მე-19 ტურის შეხვედრაში ოლივეირენსესთან 66-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა.

სპორტინგ კოვილია ამჟამად პორტუგალიის ლიგაპროში 31 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. ინტერს გი საქართველოს ჩემპიონატში 2017-19 წლებში გამოდიოდა. შეგახსენებთ,რომ „საბურთალოსთან“ ერთად კოტდივუარელმა საქართველოს თასი მოიგო.