„ინტერს“ ანტონიო კონტე გაწვრთნის
„ინტერს“ ანტონიო კონტე გაწვრთნის

ცნობილი გახდა, რომ მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდება.

მხარეებმა შეათანხმეს სამწლიანი კონტრაქტის ყველა დეტალი. 49 წლის სპეციალისტი სეზონზე ცხრა მილიონ ევროს მიიღებს.

გამოცემა „ლა გაზეტა დელო სპორტის“ (La Gazzetta dello Sport) ინფორმაციით, კონტეს პირველი მოთხოვნა კლუბის ხელმძღვანელობისადმი ფორვარდ მაურო იკარდის გაყიდვაა, რომელიც არ შედის იტალიელის გეგმებში.

ამგვარი გადაწყვეტილება მწვრთნელმა მიიღო არგენტინელის არა სათამაშო, არამედ ადამიანური თვისებების გამო. კონტეს არ უნდა სეზონის დაწყება მოთამაშესთან, რომელმაც გასულ წელს გუნდში ჰარმონია დაარღვია. სეზონის მსვლელობისას, იკარდიმ დაკარგა „ინტერის“ კაპიტნის სამკლაური და არ თამაშობდა თითქმის ორი თვე, საკუთარ მეუღლეს, ასევე აგენტ ვანდა ნარასა და მილანელთა ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტის გამო.