ინტერნეტში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ოქროს ბურთს გრიზმანი მიიღებს
ინტერნეტში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ოქროს ბურთს გრიზმანი მიიღებს

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ჟურნალისტმა, ტანკრედი პალმიერიმ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ 3 დეკემბერს, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე მთავარ პრიზს ფრანგი ფორვარდი, ანტუან გრიზმანი მიიღებს. მან 2018 წელს „ატლეტიკოსთან“ ერთად ევროპის ლიგა და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად – მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი მოიგო.

„ინსაიდერები ამბობენ, რომ „ოქროს ბურთი“ გრიზმანთან წავა. ვნახოთ“, – დაწერა პალმიერიმ.

საინტერესოა, რომ 27 წლის გრიზმანი, ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელების პირველ სამეულში ვერ მოხვდა და უფრო მეტიც, ფიფას წლის სიმბოლური ნაკრების მიღმაც დარჩა.