ინტერნეტში 2021 წლის „ოქროს ბურთზე“ ინფორმაციამ გაჟონა - პრიზს რობერტ ლევანდოვსკი მოიგებს #1TVSPORT
ინტერნეტში 2021 წლის „ოქროს ბურთზე“ ინფორმაციამ გაჟონა - პრიზს რობერტ ლევანდოვსკი მოიგებს #1TVSPORT

ინტერნეტში გავრცელდა ფეხბურთელთა სია, რომელსაც ასაღებენ, როგორც 2021 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის საბოლოო შედეგებს.

ამ სიის თანახმად, წელს „ფრანს ფუტბოლის“ პრესტიჟული პრიზის მფლობელი გახდება „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც 627 ხმა მიიღო.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, მესამეზე გავიდა „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა.

ასევე ათეულში მოხვდნენ: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ჟორჟინიო (ჩელსი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი) და კევინ დე ბრიუნი (მანჩესტერ სიტი).

2021 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია პარიზში 29 ნოემბერს გაიმართება. 2020 წელს პრიზი არ გადაუციათ კორონავირუსის პანდემიის გამო.

დატოვე კომენტარი