„ინტერმა“, შესაძლოა, ინსინიე გაიფორმოს #1TVSPORT
„ინტერმა“, შესაძლოა, ინსინიე გაიფორმოს #1TVSPORT

„ნაპოლის“ შემტევმა ნახევარმცველმა ლორენცო ინსინიემ, შესაძლოა, გუნდი დატოვოს.

როგორც გაზეთი La Gazzetta dello Sport წერს, ფეხბურთელის აგენტმა ვინჩენცო პისაკანემ შეხვედრა გამართა „ინტერის“ წარმომადგენლებთან.

თავად აგენტმა ამ შეხვედრას „რუტინა“ უწოდა, რადგან ის ასევე წარმოადგენს „ინტერის“ მცველის დანილო დ′ამბროზიოს ინტერესებს. თუმცა, ამასთან, ცნობილია, რომ ინსინიეს კონტრაქტი „ნაპოლისთან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში. ნეაპოლურმა კლუბმა ფეხბურთელს ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, რომელიც წელიწადში 4.6 მილიონ ევროს ოდენობის ხელფასს ითვალისწინებს. თუმცა, ჯერჯერობით, ნეაპოლელებს ინსინიეს წარმომადგენლებისგან დადებითი პასუხი არ მიუღიათ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ინტერის“ გარდა, ინსინიეს გაფორმებით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული.