„ინტერმა“ „რომასთან“ ფრედ ითამაშა და ლიდერობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას
„ინტერმა“ „რომასთან“ ფრედ ითამაშა და ლიდერობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას

მატჩი მილანის „ინტერსა“ და „რომას“ შორის, რომელმაც, გაზეთ „კორიერე დელო სპორტში“ გამოქვეყნებული სკანდალური ანონსის გამო, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, უგოლო ფრით დასრულდა.

მილანელები სატურნირო ცხრილის სათავეში არიან, ამ მატჩამდე ერთი ქულით უსწრებდნენ „იუვენტუსს“ და მოგების შემთხვევაში სხვაობას ოთხ ქულამდე ზრდიდნენ. ახლა კი სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა და, თუ დღეს „იუვენტუსი“ სტუმრად „ლაციოს“ დაამარცხებს, „ინტერი“ ლიდერობას დაკარგავს.

მატჩი „ლაციოსა“ და „იუვენტუსს“ შორის თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.