„ინტერმა“ „რომასთან“ ფრე ითამაშა და კვლავ მეორე ადგილზეა
„ინტერმა“ „რომასთან“ ფრე ითამაშა და კვლავ მეორე ადგილზეა

იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურის ცენტრალური მატჩი „რომასა“ და „ინტერს“ შორის გაიმართა.

მილანელები რომაელებს ესტუმრნენ და 86-ე წუთამდე 1:2 იგებდნენ კიდეც, სანამ „რომას“ მცველი ჯანლუკა მანჩინი შეხვედრის მეოთხე გოლს არ გაიტანდა საბოლოო შედეგს არ დააფიქსირებდა – 2:2.

„ინტერმა“ მიყოლებით ორ მატჩში ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში მოგებით „ინტერი“ 40 ქულას მოაგროვებდა, თანაქალაქელ „მილანს“ დაეწეოდა და სერია ა-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლებდა.

მე-18 ტურში „ინტერს“ კვლავ რთული გამოცდა ელის, რადგან მილანელები ტურინულ გრანდს, „იუვენტუსს“ უმასპინძლებენ, „რომა“ თანაქალაქელ „ლაციოს“ შეხვდება, „მილანი“ კი ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას „კალიარისთან“ დაპირისპირებაში შეეცდება.