„ინტერმა“ მთავარ მწვრთნელად კრისტიან კივუს დანიშვნის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
რუმინელი სპეციალისტი კრისტიან კივუ მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. მხარეებმა გააფორმეს კონტრაქტი, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
2025 წლის თებერვლიდან 44 წლის კივუ „პარმას“ წვრთნიდა, რომელმაც სერია A-ს გათამაშება მე-16 ადგილზე დაასრულა.
კრისტიან კივუ „ინტერში“ სიმონე ინძაგის შეცვლის, რომელიც საუდის არაბეთის „ალ-ჰილალში“ გადავიდა სამუშაოდ. „ინტერმა“ გასული სეზონი იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე დაასრულა, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც დიდი ანგარიშით წააგო „პარი სენ-ჟერმენთან“.