„ინტერმა“ „მილანი“ დაამარცხა და იტალიის თასის ფინალში გავიდა #1TVSPORT
„ინტერმა“ „მილანი“ დაამარცხა და იტალიის თასის ფინალში გავიდა #1TVSPORT

იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერმა“ „მილანს“ საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

დუბლი შეასრულა ლაუტარო მარტინესმა (მე-4, მე-40 წუთებზე), პლუს ერთი გოლი კი (82-ე წუთზე) რობინ გოსენსის ანგარიშზეა.

ნახევარფინალში თანაქალაქელების დამარცხების შემდეგ, „ინტერი“ ფინალში „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ფლორენციელებისა და ტურინელების პირველი მატჩი ამ უკანასკნელთა გამარჯვებით (0:1) დასრულდა.