„ინტერმა“ კრისტიან ერიქსენთან ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმა
„ინტერმა“ კრისტიან ერიქსენთან ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმა

მილანის „ინტერმა“ „ტოტენჰემის“ ნახევარმცველთან კრისტიან ერიქსენთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

მხარეებმა მოილაპარაკეს ხელშეკრულებაზე, რომელიც 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ახლა, მილანურ კლუბს რჩება ტრანსფერის დეტალებზე „ტოტენჰემთან“ შეთანხმება.

დანიელი ფეხბურთელის კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ 2020 წლის ზაფხულში იწურება და მხარეებმა მის გაგრძელებაზე ჯერ ვერ მოილაპარაკეს. ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ინტერმა”, შესაძლოა, არ იაქტიუროს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რათა ერიქსენი ზაფხულში უფასოდ მიიღოს. ცნობილია, რომ სკანდინავიელზე „მანჩესტერ იუნაიტედიც“ აცხადებს პრეტენზიას.

ამ სეზონში კრისტიან ერიქსენმა „ტოტენჰემში“ 25 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი