„ინტერმა“ კრისტიან ერიქსენის გაყიდვა განიზრახა #1TVSPORT
„ინტერმა“ კრისტიან ერიქსენის გაყიდვა განიზრახა #1TVSPORT

დანიელმა ნახევამცველმა კრისტიან ერიქსენმა, შესაძლოა, მილანის „ინტერი“ დატოვოს.

იტალიური კლუბი გამოვიდა განცხადებით, რომელშიც განმარტავს ფეხბურთელთან დაკავშირებულ სიტუაციას. ერიქსენმა ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩის დროს გულის შეტევა გადაიტანა, რის შემდეგაც მას სხეულში კარდიოვერტერ-დეფიბლირატორი ჩაუდგეს. ამის გამო, 29 წლის დანიელს ეკრძალება იტალიაში ვარჯიში და თამაში, შესაბამისად, ის ამ სეზონში „ინტერის“ განაცხადში ვერ მოხვდება.

ამიტომაც, მილანურ კლუბში არ გამორიცხავენ ერიქსენის გაყიდვას სხვა ქვეყნის გუნდში, სადაც არ მოქმედებს ასეთი მკაცრი შეზღუდვები.