„ინტერმა“ იკარდისა და ნაინგოლანის გაყიდვა გადაწყვიტა
„ინტერმა“ იკარდისა და ნაინგოლანის გაყიდვა გადაწყვიტა

მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ კლუბს დაგეგმილი აქვს ფორვარდ მაურო იკარდისა და ნახევარმცველ რაჯა ნაინგოლანის გაყიდვა.

„ორივე მოთამაშემ იცის, რომ ისინი არ არიან ჩვენი გეგმების ნაწილი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეჭვი გვეპარება მათ ნიჭში ან შესაძლებლობებში, რადგან ისინი შესანიშნავ ფეხბურთელებად მიგვაჩნია.

ნიჭი შეიძლება დაგეხმაროთ მატჩების მოგებაში, მაგრამ მხოლოდ გუნდი იგებს ლიგას. და ეს მთავარი ამოცანაა, რომელსაც საკუთარ თავს ვუსახავთ. მათ მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ისინი არ არიან ჩვენი პროექტის ნაწილი“, – მოჰყავს მაროტას სიტყვები „სკაი სპორტს იტალია“-ს (Sky Sport Italia).