ინტერმა იკარდი 80 მილიონად შეაფასა
ინტერმა იკარდი 80 მილიონად შეაფასა

მილანის ინტერმა მადრიდის რეალის ინტერესებში მყოფ მაურო იკარდის სატრანსფერო ფასი დაადო. იტალიური გუნდი არგენტინელ ფორვარდს 80 მილიონ ევროდ აფასებს.

როგორც მოგეხსენებათ, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, რითიც რეალს სურს ისარგებლოს და არგენტინელი გადაიბიროს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფასი საბოლოო არა არის და შესაძლოა გაიზარდოს კიდეც.