„ინტერმა“ იან ზომერი მარტის ბოლომდე დაკარგა #1TVSPORT
„ინტერმა“ იან ზომერი მარტის ბოლომდე დაკარგა #1TVSPORT

სკუდეტოსთვის მებრძოლი „ინტერის“ ფანებმა ცუდი ამბავი შეიტყვეს. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მილანური გუნდის ძირითადმა მეკარემ იან ზომერმა მარჯვენა ხელის ცერა თითი მოიტეხა.

ამ დაზიანების გამო, შვეიცარიელი მინიმუმ სამ კვირას გამოტოვებს. ელოდებიან, რომ ის მწყობრში მხოლოდ სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩადგება, რომელიც მარტის ბოლოს არის დაგეგმილი.

მარტის ბოლომდე „ინტერს“ ელოდება შეხვედრები „ჯენოასთან“, „ლაციოსთან“, „ნაპოლისთან“, „ატალანტასთან“ და „უდინეზესთან“, ასევე ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალი. ყველა ამ შეხვედრაში „ინტერის“ კარში ზომერის დუბლიორი ხოსეპ მარტინესი ჩადგება.