„ინტერმა“ ჰანდანოვიჩი სამი-ოთხი კვირით დაკარგა
„ინტერმა“ ჰანდანოვიჩი სამი-ოთხი კვირით დაკარგა

მილანის „ინტერის“ პირველმა მეკარემ სამირ ჰანდანოვიჩმა თითის მოტეხილობა მიიღო და სამი-ოთხი კვირა ვერ შეძლებს თამაშს, – წერს იტალიური გამოცემა „კორიერე დელო სპორტი“.

ორი დღის წინ იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 35 წლის სლოვენიელმა ტრავმა „ინტერის“ ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის დროს მიიღო. შედეგად, მეკარემ გამოტოვა კვირას სერია A-ს XXII ტურის მატჩი „უდინეზეს“ წინააღმდეგ. შეხვედრა „ინტერმა“ 2:0 მოიგო. დღემდე მილანურ კლუბს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია მეკარის ტრავმის შესახებ.

თუ ინფორმაცია დადასტურდა, ჰანდანოვიჩს მოუწევს სერია A-ს თამაშების გამოტოვება „მილანის“, „ლაციოსა“ და „სამპდორიას“ წინააღმდეგ. ასევე ვერ ითამაშებს ევროპის ლიგაზე „ლუდოგორეცთან“ 1/16 ფინალში.