ინტერმა გოდინთან მოლაპარაკებები დაადასტურა
ინტერმა გოდინთან მოლაპარაკებები დაადასტურა

მადრიდის ატლეტიკოს მცველი დიეგო გოდინი მოლაპარაკებებს აწარმოებს ინტერთან. ეს ინფორმაცია სქაი სპორტსთან (Sky Sports) ინტერვიუში დაადასტურა მილანელთა გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ.

„სასიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ როგორ გაუტანა გოლი გოდინმა იუვენტუსს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. მოლაპარაკებები უკვე აქტიურ სტადიაშია. ჯერჯერობით, სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. ამ ყველაფერს ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ. მჯერა, ძალიან მალე ტრანსფერის შესახებ გამოვაცხადებთ“, – განაცხადა მაროტამ.

2019 წლის ზაფხულში, გოდინი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება ინტერს.

დატოვე კომენტარი