„ინტერმა“ ფრანგ ფორვარდ ანჟე-იოან ბონისთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
„ინტერმა“ ფრანგ ფორვარდ ანჟე-იოან ბონისთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

მილანის „ინტერმა“ „პარმადან“ ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელი ანჟე-იოან ბონი შეიძინა.

21 წლის ფეხბურთელთან კლუბმა კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულის ჩათვლით გააფორმა, ხოლო „პარმამ“ მოთამაშის სანაცვლოდ 23 მილიონი ევრო მიიღო.

ბონის „ინტერში“, ძირითადად, მარკუს ტურამის შემცვლელად განიხილავენ. გუნდის შემადგენლობა ახლახან დატოვეს მარკო არნაუტოვიჩმა და ხოაკინ კორეამ, რის გამოც მილანურ კლუბს თავდამსხმელის შეძენა დასჭირდა.

ბონი პროფესიული კარიერის საწყის ეტაპზე „შატორუს“ ეკუთვნოდა, 2021 წლიდან კი „პარმას“ ღირსებას იცავდა. სერია B-ს კლუბში მან 116 შეხვედრაში 15 გოლის გატანა შეძლო.