„ინტერმა“ ედინსონ კავანის კონტრაქტი 2023 წლამდე შესთავაზა
„ინტერმა“ ედინსონ კავანის კონტრაქტი 2023 წლამდე შესთავაზა

მილანის „ინტერმა“ ურუგვაელ ფორვარდ ედინსონ კავანის, რომელიც ამჟამად „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავს, კონტრაქტი 2023 წლამდე შესთავაზა, იტყობინება ფრანგული გამოცემა „ეკიპი“. წყაროს ინფორმაციით, იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ურუგვაელის დიდი თაყვანისმცემელია და ასევე ირკვევა, რომ კავანის კონტრაქტი პარიზელებთან მომავალ თვეში იწურება.

თავად ფეხბურთელს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან მისი მომსახურებით ასევე დაინტერესებულნი არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ნიუკასლი“ და მადრიდის „ატლეტიკო“.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტე „ბარსელონას“ ნახევარმცველ არტურო ვიდალისა და „ნაპოლის“ ბელგიელი დრის მერტენსის გადაბირებით არის დაინტერესებული.