„ინტერმა“ და „ტოტენჰემმა“ ჯედ სპენსის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს #1TVSPORT
ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველი ჯედ სპენსი „ტოტენჰემს“ დატოვებს და კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, „ინტერი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 31.5 მილიონ ევროს გადაიხდის და მასთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.
26 წლის სპენსი „ტოტენჰემის“ წევრი 2022 წელს გახდა. თავიდან მისი კარიერა ლონდონურ გუნდში ვერ აეწყო, რის გამოც იჯარის წესით ითამაშა რამდენიმე გუნდში – „რენში“, „ლიდსში“, „ჯენოაში“.
ჯედ სპენსი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წევრი იყო და შეხვედრების უმეტესობაში მონაწილეობა მიიღო.
2025 წელს ინგლისელმა ფეხბურთელმა „ტოტენჰემთან“ ერთად ევროპის ლიგა მოიგო.
🚨⚫️🔵 Djed Spence to Inter, here we go! Verbal agreement in place now with Tottenham for England RWB.
Transfer fee worth €31.5m.
Full agreement also with Spence who wanted the move as revealed over recent days. Deal in place. pic.twitter.com/i4SS7Ngb0d
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 12, 2026