„ინტერმა“ ბარელასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

20:23, 07.11.2021

მილანის „ინტერმა“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ნახევარმცველ ნიკოლო ბარელასთან.

ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

პრესის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელის წლიური ხელფასი ხუთი მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსები დაემატება.

ამ სეზონში ბარელამ 15 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.

მსგავსი