„ინტერმა“ „ბაიერნთან“ 2:2 ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალში „ინტერმა“ შინ 2:2 ითამაშა „ბაიერნთან“ და ორი მატჩის ჯამში ნახევარფინალში გავიდა. პირველი შეხვედრა იტალიურ გუნდს სტუმრად 2:1 ჰქონდა მოგებული.
განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
52-ე წუთზე ანგარიში ჰარი კეინმა გახსნა. ეს ინგლისელის მე-11 გოლი იყო ამ ჩემპიონთა ლიგაზე.
ექვსი წუთის შემდეგ ლაუტარო მარტინესმა ანგარიში გაათანაბრა და ორი მატჩის ჯამში ისევ გაიყვანა წინ „ინტერი“. არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეხუთე მატჩში შეძლო გატანა.
კიდევ სამი წუთის შემდეგ მასპინძლების მცველმა, ბენჟამენ პავარმა 2:1 გახადა ანგარიში.
76-ე წუთზე მიუნხენელთა ცენტრალურმა მცველმა ერიკ დაიერმა აღადგინა თანაფარდობა, მაგრამ „ბაიერნი“ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას.
ნახევარფინალში „ინტერი“ „ბარსელონას“ შეხვდება.
ფაქტები
* „ბაიერნი“ ბოლო ხუთ სეზონში მეოთხედ გამოვარდა ჩემპიონთა ლიგიდან.
* „ინტერი“ ბოლო სამ გათამაშებაში მეორედ გავიდა ნახევარფინალში.
* ჰარი კეინს „ბაიერნის“ რიგებში 87 მატჩში 79 გოლი აქვს გატანილი.
* თომას მიულერმა 163-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და ლიონელ მესის დაეწია. მასზე წინ მხოლოდ ორი ფეხბურთელია – კრიშტიანო რონალდო (183) და იკერ კასილიასი (177).