„ინტერმა“ 37 წლის მხითარიანთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

16:18, 04.07.2026

მილანის „ინტერმა“ კონტრაქტი გაახანგრძლივა ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანთან. ამის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

37 წლის სომეხ ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

„თავგადასავალი გრძელდება“, – წერია „ინტერის“ განცხადებაში.

მხითარიანი მილანურ კლუბში 2022 წლიდან თამაშობს. სულ მან „ინტერის“ მაისურით 187 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 21 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი