„ინტერმა“ 2010 წლის შემდეგ პირველად მოუგო „ბარსელონას“, „ბაიერნმა“ ორი ახალი რეკორდი დაამყარა – ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური C ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ 31 მატჩია არ მარცხდება. ეს სერია 2017 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ იყო 28 მოგება და სამი ფრე.
* „ბაიერნმა“ ზედიზედ მეათედ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
* სადიო მანემ პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნის“ მაისურით. მას 25 გოლი აქვს ამ ტურნირზე და აფრიკელთაგან მხოლოდ სამი ფეხბურთელი უსწრებს – დიდიე დროგბა (44), მოჰამედ სალაჰი (41) და სამუელ ეტო′ო (33).
* „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამე გასვლით მატჩში ვერ გაიტანა. ეს საკლუბო ანტორეკორდია.
* „ბარსელონამ“ ჩავის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგაზე ხუთ მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო.
* „ბარსელონა“ არასოდეს გასულა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში პირველ სამ ტურში ორი წაგების შემდეგ. ასეთი რამ ორჯერ მოხდა – 1997/98 და 2000/01 წლების სეზონში.
* „ინტერმა“ ბოლო 12 წელიწადში პირველად მოუგო „ბარსელონას“.
ბაიერნი-პლზენი 5:0
გოლები: 1:0 სანე (7), 2:0 გნაბრი (13), 3:0 მანე (21), 4:0 სანე (50), 5:0 შუპო-მოტინგი (59)
ინტერი-ბარსელონა 1:0
გოლი: 1:0 ჩალჰანოგლუ (45)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ბაიერნი | 3 | 3 | 0 | 0 | 9-0 | 9 |
| 2. ინტერი | 3 | 2 | 0 | 1 | 3-2 | 6 |
| 3. ბარსელონა | 3 | 1 | 0 | 2 | 5-4 | 3 |
| 4. პლზენი | 3 | 0 | 0 | 3 | 1-12 | 0 |