„ინტერის“ პრეზიდენტი ჩინელი მილიარდერი გახდა
„ინტერის“ პრეზიდენტი ჩინელი მილიარდერი გახდა

ჩინელი მილიარდერი სტივენ ჟანგი მილანის „ინტერის“ ახალი პრეზიდენტი გახდა, – იტყობინება ESPN. მან ამ პოსტზე შეცვალა ინდონეზიელი ბიზნესმენი ერიკ ტოჰირი. ხელმძღვანელობის შეცვლის თაობაზე ოფიციალურად პარასკევს საღამოს გამოაცხადებენ.

27 წლის ჟანგი Suning Holdings Group-ის მფლობელის ვაჟია. ეს კომპანია „ინტერის“ აქციათა საკონტროლო პაკეტს ფლობს.

სტივენ ჟანგი აკონტროლებდა კლუბის მიმდინარე მოღვაწეობას ბოლო ორი წლის განმავლობაში. ტოჰირი კვლავინდებურად ფლობს წილს „ინტერში“, მაგრამ, ბოლო დროს, სულ უფრო ნაკლებად მონაწილეობდა „კლუბის“ საქმეებში.

აღნიშნავენ, რომ „ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი და გენერალური მენეჯერი ალესანდრო ანტონელი შეინარჩუნებენ საკუთარ პოსტებს.