„ინტერის“ გულშემატკივრებმა კონტეს სოციალურ ქსელში მიმართეს
„ინტერის“ გულშემატკივრებმა კონტეს სოციალურ ქსელში მიმართეს

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ კონტე წარსულში ტურინის „იუვენტუსის“ თავკაცი იყო და ეს საკითხი, რასაკვირველია, ინტერის ქომაგებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. მათ სოციალურ ქსელში კონტეს მიმართეს.

„ჩვენ „იუვენტუსი“ არ ვართ და ჩვენთვის მხოლოდ მოგება არ არის მთავარი. „ინტერის“ გულშემატკივრებს არასდროს დაგვავიწყდება შენი წარსული. წარმატებებს გისურვებთ და გვაქვს იმედი, რომ „ინტერში“ რაც შეიძლება მალე მიაღწევ წარმატებას“. – განაცხადეს „ნერაძურის“ ქომაგებმა.