„ინტერის“ გულშემატკივრები სპალეტის გადადგომას ითხოვენ
„ინტერის“ გულშემატკივრები სპალეტის გადადგომას ითხოვენ

იტალიური „ინტერის“ გულშემატკივრები გუნდის ხელმძღვანელობისგან მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის გადაყენებას მოითხოვენ.

იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც „ინტერი“ „ნაპოლის“ წინააღმდეგ თამაშობდა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა, ნერაძურის უკმაყოფილო გულშემატკივრებმა 60 წლის სპეციალისტის გაშვების მოთხოვნით სოციალურ ქსელებში კამპანია #SpallettiOut​ წამოიწყეს.

„ჩვენ ვიბრძვით ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად, მაგრამ ფეხბურთელები მოედანზე ყველანაირი მონდომების გარეშე გამოდიან. არანაირი სიამაყე და თავდადება. ეს სირცხვილია“, – ციტირებს ერთ-ერთ გულშემატკივარს „გაზეტა დელო სპორტი“ (La Gazzetta dello Sport). სპალეტი მილანურ გუნდს 2017 წლიდან თავკაცობს.

„ინტერი“ ამ დროისათვის იტალიის ჩემპიონატში მეოთხე ადგილს იკავებს.